რა აკავშირებს “სოფლელ” ივანიშვილს და “პრადვინუტ” სააკაშვილს ერთმანეთთან?

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

“ორი ამბავი”-ასე იწყებს ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის საკანდალური ფესბუქ-პოსტი, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავზაობთ.

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

პირველი: როგორც ამბობენ, რამდენიმე დღის წინ, დავით მაღრაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს თურმე, ბოლოს სიტყვა ერთ ბიზნესმენზე ჩამოვარდნილა და მაღრაძეს უთქვამს: მიკვირს მაგ სოფლელმა აქამდე როგორ გაქაჩაო… მეც სოფლელი ვარო, – ბიძინას უთქვამს და… ამ დღის შემდეგ მაღრაძე რამდენჯერმე ეცადა თურმე ივანიშვილს შეხვედროდა, არაფერი გამოუვიდა. საქმეში ორი ადამიანი ჩაურთავს, მაგრამ… მიუხედავად “განკვეთისა” მაღრაძე აგრძელებს იმ უუუზარმაზარი სახლის (ამბობენ სასახლეს გავსო) რემონტს, რომელიც ივანიშვილმა აჩუქა და რომლის რემონტსაც მაღრაძემ “მსხვერპლად” საკუთარი ორი ბინა “შეწირა”.
და მეორე: 2012 წლის შემდეგ მიხეილ-მიშა სააკაშვილის ბებიას დაბადების დღე არ გადაუხდია. წელს დაბადების დღე გადაუხადეს. როგორც ამბობენ ხარჯები ჭუტა წერეთელმა და ერთმა ძველმა “პაგონებიანმა” აიღეს საკუთარ თავზე.
პ.ს. რაც წაიკითხეთ ჭეშმარიტება შეიძლება არაა, მაგრამ ფაქტი არ დამიმახინჯებია, არც გამომიგონებია-წერს დარეჯან მეფარივილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“ცოტა ხანში მთავრობა იტყვის, რომ პრეზიდენტი გაგიჟდა და გაკოჭილს ასათიანზე დააწვენენ”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ვინ იქნება “ნაციონალებიდან” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი