ცოლის გარდა, ახმეტაში კაცმა ქალის არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, კაცმა ცოლის გარდა, 15 წლის ნათესავიც დაჭრა – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. კაცი დაკავებულია და მის მიმართ დაწყებული გამოძიება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.” ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპუტინი რუსეთის პრეზიდენტად ოფიციალურად გაფორმდა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – ქართულმა ოპოზიციამ რაც „ევრონესტთან“ დაკავშირებით გააკეთა, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოღალატეობრივი ბუნება