ცოცხი არის თქვენი სიმბოლო და ადეიშვილმა მოცოცხა, როგორ შეიძლება მის ჩრდილში ვგრძნობდე თავს – წულუკიანი კახიძეს

ადეიშვილმა 2 ოქტომბერს დილით ქვეყნიდან მოცოცხა – ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის წინამორბედთან, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით გააკეთა. თეა წულუკიანმა ოპონენტები გააკრიტიკა და წარსული შეახსენა.

იუსტიციის მინისტრმა ამ განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კომენტარს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ წულუკიანი წინამორბედი მინისტრის ჩრდილის ქვეშ არის.

„გამობრძანდა ბატონი კახიძე და ამბობს, რომ თურმე მე შეიძლება ვგრძნობდე ადეიშვილს ჩრდილს. შეიძლება მე ვგრძნობდე კაცის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით მოცოცხა ქვეყნიდან. ცოცხი არის თქვენი სიმბოლო და მოცოცხა. როგორ შეიძლება მე მის ჩრდილში ვგრძნობდე თავს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიდაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
შემდეგი სტატიაგარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია „ჭრელი წინდების“ კამპანიაში ჩაერთო