ცნობილია იმ ბინის მისამართი სადაც მიხეილ სააკაშვილმა შინაპატიმრობის პერიოდი უნდა გაატაროს

კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32 – ამ მისამართზე უნდა გაატაროს ორთვიანი შინაპატიმრობა მიხეილ სააკაშვილმა. მისამართი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა.

სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყების დრომ კიდევ ერთხელ გადაიწია და ის თბილისის დროით, 14:00 საათზე დაიწყება. ადვოკატმა ამის შესახებ NewsOne-ს განუცხადა. იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროცესი თბილისის დროით ჯერ 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, შემდეგ კი 13:00 საათისთვის გადაიდო.

“ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს. ამავდროულად, სააკაშვილი ვალდებული იქნება საგამოძიებო მოქმედებებზე გამოცხადდეს“, – აცხადებს ჩერნოლუცკი.
მისივე თქმით, დაცვის მხარე ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგება

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლება უყენებს ისეთ ბრალდებებს, რაც აბსურდია – თენგიზ გუნავა
შემდეგი სტატიაუკრაინის საელჩოსთან “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს