უკრაინის საელჩოსთან “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კრაინის საელჩოსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, ისინი უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დევნას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორი დაამონტაჟეს, რის საშუალებითაც უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესს ადევნებენ თვალს. დღეს უკრაინულმა სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გაასამართლოს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის უკანონო დევნა მიმდინარეობს და ის არის პოლიტიკური პატიმარი.

“სააკაშვილის უკანონო დევნა მიმდინარეობს, ის არ არ აწყობს ოლიგარქ პოროშენკოს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩასვას ციხეში. დღევანდელ პროცესს სამართლებრივად ვერ შევაფასებთ, რადგან პოროიშენკო სააკაშვილს პოლიტიკურად ასამართლებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკრაინაში ერთ საათში დაიწყება. მას გამოძიება რამდენიმე მუხლით ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიცნობილია იმ ბინის მისამართი სადაც მიხეილ სააკაშვილმა შინაპატიმრობის პერიოდი უნდა გაატაროს
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი საბაჟო პროცედურების დიჯიტალიზაციას გეგმავს