ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის “დეპუტატებს” რუსეთში შესვლა აეკრძალათ

“სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ, რუსეთში არ შეუშვეს. მედიის ინფორმაციით, დავით სანაკოევი, გარი მულდაროვი და ძამბოლატ მედოევი “სამხრეთ ოსეთის პასპორტებით” ნიჟნი ზარამაგის საგუშაგოს გადაკვეთას ცდილობდნენ.

ფსბ-ს ჩრდილოეთ ოსეთის დეპარტამენტიდან მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათ რუსეთში შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე აკრძალული აქვთ.

დეპუტატებმა ხელი მოაწერეს შეტყობინებას და დასძინეს, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რადგან ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეები არიან.

მულდაროვისთვის, სანაკოევისა და მედოევისთვი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად ფსბ ასახელებს “ქმედებებს, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან”. თუმცა რა იგულისხმება, დაკონკრეტებული არ არის. ცნობილია, რომ სამივე “დეპუტატი” საქართველოსთან “სახელმწიფო საზღვრის დადგენას” ითხოვს.

მულდაროვი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის “საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა”. სანაკოევი “რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია” და 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მასზე დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

banner
წინა სტატიაშიCrocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს, როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა ევროპის საგზური