ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

დღეიდან 10 აპრილამდე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს. მიზეზი დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმია.

ამ დღეების განმალობაში დროებით შეწყდება მოქალაქეთა გადაადგილება. ისინი თავისუფლად მოძრაობას 10 აპრილის 20:00 საათიდან შეძლებენ.

9 აპრილს ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება