საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით წარსდგება. ასევე გაიმართება დებატები, უმცირესობასა და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების გარდა, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, როგორც უფრაქციო დეპუტატებს, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებსაც.

მათ შემდეგ სიტყვით ვიცე-სპიკერები, ბოლოს კი პარლამენტის თავმჯდომარე გამოვა. პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენაბას, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის ნაწილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა საქართცველოს ერთი მოქალაქე