ცხინვალის ცენტრში ავტომანქანა აფეთქდა

ცხინვალის ცენტრში 26 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 22.35 საათზე “Toyota Land Cruiser Prado”–ს ტიპის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევას ადგილი ჰქონდა სტალინის ქუჩაზე. კაფე “Vincenzo”–ს მახლობლად და თეატრის მახლობლად. ავტომანქანას ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი მოხდა აფეთქება.
ავტომანქანის პატრონი ადგილობრივი ბიზმესმენი ალბერტ ვალიევი ცხინვალის მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ინციდენტი არ არის კრიმინალური ხასიათის.
“მე სახლში ვიყავი აფეთქების მომენტში? ჩემი ავტომანქანა კი “Vincenzo”–ს ერთ–ერთ თანამშრომელს ვათხოვე. ახლა მომხდარტან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია მოვისმინე, თუმცა მიმიჩნია, რომ აფეთქებუის მიზეზია – ტექნიკური გაუმართაობა “, – თქვა ვალიევმა.

https://youtu.be/Cg5u12TqYcI

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია,,მესტიაში მომხდარი მკვლელობა ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც პოლიტიკურ აქტივობასთან არავითარი კავშირი არა აქვს”