ცხინვალი აცხადებს რომ საზღვარზე ბანერი 20 დღის უკან დააყენეს და ეს ეუთომ იცოდა

ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის აპარატის მიერ ოსური მედიით გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, თბილისი – გორის ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 19 ივნისს დააყენეს და არა 4 ივლისს, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს.

,,ქართველები ცდილობენ ახალი სკანდალი ,,გაბერონ,, და იძახიან თითქოსდა სასაზღვრო ბანერი 4 ივლისს დავაყენეთ. არად ბანერი 19 ივნისს იქნა დაყენებული და ამის შესახებ ევროკავშირის სამშვიდობო მისია წინასწარ იყო გაფრთხილებული,, აცხადებს ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სეპარატისტების განცხადებით, მათ ჯერ კიდევ თებერვალში შესთავაზეს ქართულ მხარეს ერთობლივად მოეხდინა საზღვრის დემარკაცია, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სცოდნოდა რომელი მიწების გამოყენება შეეძლო,თუმცა ქართველებმა იგნორირება მოახდინეს ჩვენი წინადადების,, აცხადებს ცხინვალი.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის ოპოზიციას სტამბოლი ახალი ჰიმნით და ასი ათასამდე მოქალაქით დახვდება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაანგელა მერკელმა ივანკა ტრამპის გამოჩენის შესახებ ატეხილ მითქმა-მოთქმას უპასუხა