“ცხელი წელი ელოდება ქართულ ოცნებას თუ შეუალ პოზიციაზე დარჩება,”- მამუკა კაციტაძე

ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერისგან პასუხს ელოდება. პოლიტიკოსებმა გიორგი კვირიკაშვილს რამდენიმე დღის წინ მიმართეს თხოვნით საერთო შეხვედრაზე განეხილათ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებიული საკითხები. პასუხი ინტერპარტიულ ჯგუფს ჯერ არ მიუღია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ საკითხზე სამუშაოდ ხვალ კიდევ ერთხელ აპირებენ შეკრებას.

“ქვეყნის შიგნით და გარეთ პოზიტიური ექსკალაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით. ცხელი წელი ელოდება ქართულ ოცნებას თუ შეუალ პოზიციაზე დარჩება,”- აცხადებს ახალი მემარჯვენეების წევრი მამუკა კაციტაძე.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია კი გეგმავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში არსებულ მდგომარეობა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს გააცნოს.

“ჩვენ მსოფლიოს უნდა ვანახოთ რომ ხელისუფლების მითვისებას ცდილობს მმართველი გუნდი. მე მექნება შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან,”- აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშირა ტრაგედიებსაც ხატავენ ე.წ. ექსპერტები არის მარაზმი და არასწორი, – კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებაზე
შემდეგი სტატიასაცობებისგან განტვირთვის მიზნით სააკაძის მოედანზე, შესაძლოა, შუქნიშნები დამონტაჟდეს