რა ტრაგედიებსაც ხატავენ ე.წ. ექსპერტები არის მარაზმი და არასწორი, – კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებაზე

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

გაზპრომთან მოლაპარაკების შესახებ კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საზოგადება ინფორმირებული იქნება.

“არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ ხელშეკრულებების პირობები შეიცვალოს, ფულად ანაზღაურებაზე გადავიდეთ. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის, როდესაც გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება, ყველასთვის ცნობილი გახდება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებზე, ამიტომ რაღაც ტრაგედიებს რომ ხატავენ ე.წ. ექსპერტები არის მარაზმი და არასწორი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზპრომთან მოლაპარაკებას ეკონომიკის მინისტრის გამოეხმაურა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ის ტექნიკურ ხასიათს ატარებს.

banner
წინა სტატიაში“პრემიერი რა შუაშია,”- ძიძიგური არასაპარლამენტო ოპოზიციას პასუხობს
შემდეგი სტატია“ცხელი წელი ელოდება ქართულ ოცნებას თუ შეუალ პოზიციაზე დარჩება,”- მამუკა კაციტაძე