ციანიდის საქმის გადასაფარადაც კი დასჭირდეთ მათ მეუფის იერიშის მიტანა

„ესეც ძალიან მზაკვრული და ორაზროვანია,“ – ასე აფასებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საპატრიარქოს იურისტის განცხადებას. ედიშერ ქარჩავა მეუფეს პატრიარქის მოკვდინების მცდელობაში ადანაშაულებს.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მსგავსი ჩანაფიქრი არასდროს ჰქონია და ვარაუდობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს და იურისტს თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი ამ ტერმინის გამოყენება და შემდგომ ლავირება.

„შეიძლება, ციანიდის საქმის გადასაფარადაც კი დასჭირდეთ მათ მეუფის იერიშის მიტანა და არაფერს არ გამოვრიცხავ იმდენად უსუსურ და არაპროფესიონალიზმს ვხედავ და ასევე არაგამბედავ ნაბიჯს,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ საეკლესიო კანონის სამართლის თანახმად, როდესაც ადამიანი მტკიცებულების გარეშე ადანაშაულებს სასულიერო პირს, ცილისმწამებელია. მან აღნიშნა, რომ ედიშერ ქარჩავას საეკლესიო სასჯელი ეკუთვნის, რადგან მან რამდენჯერმე დაუსაბუთებელი ბრალდებები წამოაყენა.

„ცრუპენტელა ადამიანს მეტი ბრალდების უფლება არ აქვს,“ – ასე პასუხობს მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ ცილიმწამებლურ განცხადებას. მან ასევე დაამატა, რომ ძალიან მათ ზედმეტი მოუვიდათ მისმიმართ ბინძური ბრალდებების გახმოვანება.

„ღმერთს ვთხოვ, 80 წლის დედა, როდესაც ამას საშინლად განიცდის, მისმა გულმა და მისმა გონებამ გაუძლოს და არ ემსხვერპლოს ჩემ მიმართ ასეთ კამპანიას,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ იურისტს არანაირი წერილობითი მტკიცებულებები არ აქვს, რომელიც მის რაიმე სახის ბრალეულობას დაადგენს.

ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე სახის მზაკვრული გეგმა მზადდება.

„უფრო მეტს ვფიქრობ, ჩნდება კითხვის ნიშანი, ხომ არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს და უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი, რაც გერმანიაში არ განხორციელდა და რისი დაბრალებაც სხვისთვის უნდოდათ და აქ ხომ არ არის დაგეგმილი და ამ სიბინძურეზე წამსვლელი იცოდნენ, რომ არ იყო ზურაბი და ეს ვიწრო გარემოცვა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ და მიმაჩნია, რომ საერთოდ შეცდომა დაუშვა. მე ვფიქრობ, როდესაც პირადად პატრიარქმა აირჩია ეს ბიჭები და როდესაც სოსო წავიდა, უწმინდესს ბიჭებისთვის უთქვამს, თქვენო ნუ მიმატოვებთო. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი თავად გრძნობს თავს დაუცველად, მისთვის ყოველთვის უცხოა სახელმწიფო დაცვა და ჩვენ გამოდის, რომ მივდივართ ჩვენი მეზობელი ქვეყნის სცენარისკენ, სადაც ბოლომდე სახელმწიფო დაცვა იცავს, როგორც ვიცი და არანაირი ქრისტიანული სულისკვეთება არ არის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე სახის გეგმა ჰქონდეს მომზადებული და ილია მეორის დაცვის უფროსის, ზვიად ბუჩუკურის სამსახურიდან გაშვება უბრალოდ დამთხვევა არ არის. ამ სიტუაციის იგნორირებით კი, მეუფე პეტრეს აზრით, ხელისუფლება უდიდეს შეცდომას უშვებს.

„პატრიარქის გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე დაემთხვა ქვეყნის არაფორმალური მმართველის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის განთავისუფლება, რომელიც იყო სოსოს და ამ ბიჭების უახლოესი მეგობარი და, რომელიც იყო ერთ-ერთი შუამავალი პატრიარქსა და ამ არაფორმალურ მმართველს შორის. ხელისუფლება ნუთუ არ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს ქალი ყველაფერზე წამსვლელია,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაშიჭყონდიდის მეტროპოლიტი, მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ
შემდეგი სტატიაჩავუშოღლუ: ყველაფერს რომ გისრულებდათ ის თურქეთი აღარ არის