ჭყონდიდის მეტროპოლიტი, მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ

მეუფე პეტრე პატრიარქის დაცვის უფროსის გათავისუფლებას კვლავ შორენა თეთრუაშვილის გავლენას უკავშირებს. მან აღნიშნა, რომ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის, ზურაბ ბუჩუკურის, გათავისუფლება „არაშემთხვევითი დამთხვევაა“. მან ასევე განმარტა, რომ მის გამო რაიმე პრობლემები რომ არ შექმნოდა, ზურაბ ბუჩუკურთან კავშირი მაქსიმალურად შეზღუდა.

მისი თქმით, გერმანიაში მყოფი ჯგუფი პატრიარქის გარდაცვალებას ელოდნენ. მისი თქმით, ოპერაციის წინა დღეს არგაფრთხილება და პირდაპირ თქმა, რომ მის მოსაკლავად მიდიოდნენ, ესეც მოკვდინების ტოლფასია.

„როცა საუბარია პატრიარქის მოკვდინებაზე, შეკითხვა არსებობს, რომ ეს არ იყო პატრიარქის მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, როდესაც მღვდელი ეუბნება, რომ მღვდელი მოდიოდა შენს მოსაწამლად და შენი დაცვის უფროსი, შენი სიძეც ასევე არის პროკურატურაში დაბარებული. ხომ შეიძლება, პატრიარქს მხოლოდ ამის გამო, ამ ნერვიულობით, გული გასკდომოდა?“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მეტროპოლიტი, მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. მან აღნიშნა, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

„მათ თვითონ მე ვუთხარი მთავარ პროკურორსაც და ქვეყნის პირველ პირსაც, რომ მამაომ მე მითხრა მეთქი საპყრობილეში, რომ ამ ქალმა მომცა ფული, 500 დოლარი და მან დამავალა ციანიდის შოვნა და მერე უკვე იწყება აგენტ-პროვოკატორის ჩართულობა,“ – აცხადებს მეუფე პეტრე.

მან აღნიშნა, რომ დეკანოზს გერმანიაში უნდოდა შორენა თეთრუაშვილის ჩაწერა, რადგან მიხვდა, რომ მის ზურგს უკან მოქმედებდნენ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების ფაქტს ეხმიანებიან
შემდეგი სტატიაციანიდის საქმის გადასაფარადაც კი დასჭირდეთ მათ მეუფის იერიშის მიტანა