ჩვენს გვერდზე “ტროლებისა” და “ბოტების” შეტევა გახშირდა – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს მტკიცებით, ბოლო დროს მათ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე “ტროლებისა” და “ბოტების” “შეტევა” გახშირდა.

“სამწუხაროდ, ჩვენს facebook-გვერდზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში 1200-მდე პირი აიცრა
შემდეგი სტატიაყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა – კულუმბეგოვი