სანდრა რულოვსმა დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სანდრა რულოვსი მეცხრე მოწვევის პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით მიმართავს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიმართვა ბიუროს სხდომაზე შევიდა.

საპარლამენტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტა, რომ მისი კომიტეტი რულოვსისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცესს დაიწყებს.

სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერია, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაში” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ტუღუშის დანიშვნა სამარცხვინოა”
შემდეგი სტატია”ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პროტესტი…რა ხდება მასობრივი სამოქალაქო პროტესტის დროს ეს ყველამ ვიცით”