ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის – პუტინი

რუსეთი მზადაა ღია და პატიოსანი დიალოგისთვის საერთაშორისო საქმეებში, ხოლო თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანად რჩება – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, სამშობლოს დამცველის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ასეთებად “ნატოს სამხედრო აქტივობა” დაასახელა.

“ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ურთულესი პრობლემების დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოსაძებნად, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა”, – თქვა პუტინმა.

ის ამტკიცებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსული არმია გაძლიერდა, შეიძინა ახალი ტექნიკა და საბრძოლო გამოცდილებაც და სირიაშიც დაამტკიცეს, რომ “შეუძლიათ გადაჭრან პრობლემები”

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე გარევაჭრობის საკითხზე – როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?!
შემდეგი სტატიარუმინეთის თავდაცვის მინისტრი – რუმინეთი უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად ემზადება