რუმინეთის თავდაცვის მინისტრი – რუმინეთი უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად ემზადება

რუმინეთი ემზადება უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 500 000-ზე მეტი დევნილი, ეს არის ის რაოდენობა, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად”, – აღნიშნა ვასილე დინკუმ.

მისი თქმით, გეგმა მომზადებულია ყველა დიდი ქალაქისთვის და საზღვრებთან ახლოს გამოყოფილია ტერიტორიები.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის – პუტინი
შემდეგი სტატიაკანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი მიიღო