,,ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია”-ნინო ჯანგირაშვილი

,,ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია. ვერ მოგატყუებთ, რომ ცარიელ
ადგილთან შეკითხვები გვქონდა და ძალიან გვეწყინა, მაგრამ მაინც დავინტერესდით, რატომ არ მიიწვიეს კავკასია.

ჩვენო ეროვნულ მაუწყებლებს ვიწვევთო. მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით.

ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ.”-წერს ნინო ჯანგირაშვილი

banner
წინა სტატიაშიბახტაძე 20 ივნისის აქციის დაშლაზე: არ ვიცოდი, ვინაიდან ყოველ წუთს იცვლებოდა მდგომარეობა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ბიძინა გეგიძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა