ბახტაძე 20 ივნისის აქციის დაშლაზე: არ ვიცოდი, ვინაიდან ყოველ წუთს იცვლებოდა მდგომარეობა

“ბუნებრივია არ ვიცოდი და არც მეცოდინებოდა, ვინაიდან ეს სამწუხარო განვითარება ხდებოდა ძალიან სწრაფად ყოველ წუთს იცვლებოდა მდგომარეობა და ჩვენ ვიცით შსს-ს განმარტება ამის შესახებ და ეს კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს რა და როგორ მოხდა.

რაც შეეხება პოლარიზაციას, მე მინდა გითხრათ, რომ რასაც მე ვგრძნობ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი იზიარებს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, სამწუხაროდ ჩვენ წინ ვერ აღუდექით ეფექტურად ამ ნეგატიური დღისწერიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რომელიც მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა იყო. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პოლარიზებული გარემო და ეს დიდ საფრთხედ მიმაჩნია ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. ”

banner
წინა სტატიაშისამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია”-ნინო ჯანგირაშვილი