ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, მივესალმებით, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცადებით, საჭიროა მუშაობა იმისათვის, რომ მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობასაც მიეცეს იგივე შესაძლებლობები. აღნიშნული განცხადება მეცოლამ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს, რათა ევროპა გაძლიერდეს, მოხდეს მისი ღირებულებებისა და თავისუფლების დაცვა.

„უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის. ევროპარლამენტის სახელით ევროკომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაყენებს იმ გზაზე, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ასევე მივესალმებით, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება”, – წერს მეცოლა.

banner
წინა სტატიაშითუ მთავრობამ ეს 6 თვეც ისე გააგრძელა, როგორც ბოლო წელი, ხალხი პასუხს გასცემს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაოპოზიციის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში – ზურაბიშვილი