ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს დაანებოს თავი სხვადასხვა დედაქალაქებში სირბილს – პრეზიდენტმა ეს განცხადება ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომელმაც დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია არ მისცა.

“გავიგეთ გზავნილი მათი, გავიგეთ გაფრთხილება, რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი , ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს, იმათმაც უნდა გაიგონ რა არის დღევანდელი საფრთხეები და საფრთხე იმისი რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს. რა არის გასაკეთებელი სია მოცემულია, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის, ნაწილის ყოველ შემთხვევაში, ვინც ასე იქცეოდა, რომ დაანებოს თავი ამ სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში, რომელიც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და მიუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი.” ამბობს ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, მივესალმებით, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას – რობერტა მეცოლა
შემდეგი სტატიაქართველი მწერლები: განზე ვერ გავდგებით, ჩვენი პროტესტის ხმა 20 ივნისს უნდა გაისმას