ჩვენ წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს,რომელშიც არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები

ჩვენ წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს, რომელშიც არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

„წარვადგენთ შუამდგომლობებს ჩვენი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ამავდროულად წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას. მაგალითად იმ განცხადებებს, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოა ტერიტორია და ის მონაკვეთები, რომლებსაც ჩვენ ბრალდების მხარეს ვედავებით, არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. ეს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებია და ამას ჩვენ, როგორც მტკიცებულებებს ისე წარვადგენთ, ვინაიდან, ასეთი ფორმით გაკეთებული განცხადებები შესაბამისობაშია ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომლებიც დოკუმენტურად არის დადასტურებული საქმეში. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობების საკითხს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების 99 პროცენტი არის ასლი ჩვენი მტკიცებულებებისა, შესაბამისად, თუ დაცვა დააყენებს შუამდგომლობას ჩვენი მტკიცებულებების დაუშვებლობაზე, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ საკუთარი მტკიცებულებების დაუშვებლობასაც დააყენებს“, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიდაცვის მხარეს გააჩნია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ადასტურებს
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ელჩთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებები მტკიცებულებას მოკლებული არ იქნება