ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას – ზელენსკი

ჩვენ გავაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, – უკრიანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან 100 დღის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზელენსკიმ თქმით, 100 დღის განმავლობაში უკრაინამ გააკეთა ის, რაც შეუძლებელი ჩანდა და რისი დაჯერებაც ბევრს არ სურდა.

„ჩვენი ბრძოლის 100 დღე. 100 დღე ერთიანობისა და ურღვევი სულისა. ამ ხნის განმავლობაში, მტერმა ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევა, მაგრამ ის ცდილობდა, გადაეტანა თავისი უძლურება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხალხზე. ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. მადლობა ყველას, ვისი წყალობითაც უკრაინამ გაუძლო და მეასე დღეა, აგრძელებს თავის დაცვას. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის რაღაცას ითხოვს დაუმსახურებლად, ქართველები ყოველთვის ვართ იქ, სადაც ეს ევროპას სჭირდება, სადაც მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას ვჭირდებით