“ჩვენ სამშობლო თავზე გვემხობა, შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა ვეღარ დაინახონ საქართველო”

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც მამა თეოდორემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, დახურული სისტემის გამო ე.წ. ციანიდის საქმის პროცესი იწელება.

“ჩვენ სამშობლო თავზე გვემხობა. უამრავი პრობლემა გვაქვს და იმის მაგივრად, რომ ხელი ხელს ჩავჭიდოთ და საქმე ერთად ვაკეთოთ… საზღვრებს გვეცილებიან, როგორი გადინებაა მოსახლეობის, ფაქტობრივად, ჩვენ შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა ვეღარ დაინახონ საქართველო, ეს სერიოზული პრობლემები გვაქვს და ყველაზე ძვირფასი რაც არის, რომელიც ერის სული უნდა იყოს, ამ დროს იქ არის პრობლემა, რომლისთვისაც ვერ მოგვივლია ვერც სასულიერო პირებს, ვერც სახელმწიფოს, ვერც სინოდს, ვერც მასმედიას, ვერც ადვოკატებს, იურისტებს და ამდენი ხანი იწელება ეს ერთი პროცესი იმის გამო, რომ დახურულია სისტემა“, – აცხადებს თეოდორე გიგნაძე.

banner
წინა სტატიაში“ფეისბუქ-ქილერმა” პოლიციის დევნისას თავი მოიკლა
შემდეგი სტატია(VIDEO) ლავროვი აფხაზთა დემოგრაფიულ პრობლემაზე ზრუნავს