(VIDEO) ლავროვი აფხაზთა დემოგრაფიულ პრობლემაზე ზრუნავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მონაწილეობა მიიღო სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს კომპლექსის გახსნის ცერემონიაში.
კომპლექსის დათვალიერებისას ლავროვმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ტელევიზორი საძინებლიდან არის გასატანი დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად.
რუსეთი საგარეო უწყების ხელმძღვანელს ასევე დაათვალიერებინეს კომპლექსის შიდა ეზო, სადაც ფუნქციონირებს აუზი ღია ცის ქვეშ.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამიერიდან რუსი დიპლომატები ბევრად კომფორტულ გარემოში იმუშავებენ.

https://youtu.be/g82jqYDeGIM

 

banner
წინა სტატიაში“ჩვენ სამშობლო თავზე გვემხობა, შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა ვეღარ დაინახონ საქართველო”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე „ციანიდის საქმეზე“ სკანდალურ დეტალს ასაჯაროებს