ჩვენ ნებისმიერ პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით – მეგრელიშვილი 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზებაზე

ჩვენ ნებისმიერ პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით, – აღნიშნული განცხადება „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზების პასუხად გააკეთა.

მეგრელიშვილის შეფასებით, არსებულ კონტექსტის გათვალისწინებით, პროცესი უმტკივნეულო და მარტივი არ იქნება.

ამასთან, მეგრელიშვილის თქმით, დეპოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებაზე ესაუბრა. როგორც ამ კონტექსტში “გირჩის“ დეპუტატმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი არსებობს და თუ ამ მიმართულებით პროგრესი იქნება, შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ პროგრესის მიღწევა სხვა საკითხებზეც შესაძლებელია.

“არარეალისტურად მეჩვენება, რომ საკითხები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უნდა განგვეხილა და მიგვეღო, მათი ხარისხიანად მიღება ექვს თვეში იქნება შესაძლებელი. თუ რაიმე შესაძლებლობა იქნება, ამაში ბოლომდე ვიქნებით ჩართული“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში პოლიციის თანამშრომელმა ქარდავამ მოქალაქე გ.კ. დაჭრა