“ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ”

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენციას ოფიციალური პირების გარდა ესწრებიან ექსპერტები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები.

ერთ-ერთ პანელს, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროინტეგრაციას, უძღვება CNN-ის ყოფილი კორესპონდენტი.

„საქართველოს ნამდვილად სურს იყოს ალიანსის ნაწილი, თეორიულად ასეც მოხდება, მაგრამ როდის არავინ იცის. საკითხი ახლა ასე დგას, რას მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე ისეთს, რომელიც დაეხმარება მას ნატოში გაწევრიანებაში, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს,“ – განაცხადა ვუდრო უილსონის ცენტრის წარმომადგენელმა, ჯილ დოგერტიმ.

კონფერენციას ასევე ესწრება თურქეთის ელჩი, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთი იქნება ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს რაც შეიძლება სწრაფ ინტეგრაციას ნატოში.

“ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ, რადგან მიგვაჩნია, რომ გაძლიერდება უსაფრთხოებაც, სტაბილურობაც და პროგრესიც ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში. თქვენი ქვეყანა უკვე ასრულებს ხიდის ფუნქციას ევროპასა და აზიას შორის, ამასთან აჩვენებს ყველას, რომ უფრო მეტად მომგებიანია თანამშრომლობა, ვიდრე კონფრონტაცია. საქართველო თავისი მიღწევებით ნამდვილად იმსახურებს ნატოს წევრობას. ჩვენ ვცდილობთ ალიანსის წევრები დავარწმუნოთ, რომ საქართველოს უფრო ძლიერი პერსპექტივა უნდა მივანიჭოთ, იქნება ეს წევრობის სამოქმედო გეგმა თუ სხვა რამ,“ – აღნიშნა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს
შემდეგი სტატიანადეჯდა სავჩენკო კიევშია