ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ სიმართლეს იმ ბარბაროსობის და ველურობის შესახებ, რომელსაც რუსეთი სჩადის უკრაინაში – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიისა და ირლანდიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა.
„გაიმართა დიალოგი უკრაინის რამდენიმე ქალაქის მერსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის. კერძოდ, საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიისა და ირლანდიის. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ სიმართლეს ბარბაროსობისა და ველურობის შესახებ, რომელსაც რუსეთი სჩადის უკრაინისა და უკრაინელების განადგურებით“, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდონ.

„ხაზგასმით ვუთხარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი ქალაქებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმ ღირებულებებისა და ძირითადი პრინციპებისთვის, რომლებსაც რუსეთი არღვევს. პუტინის „მადა“ და გეგმები შეიძლება, არ შემოიფარგლოს მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოთი, არამედ გავრცელდეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც და ეს ევროპელებმა უნდა გაიგონ! ამიტომ, საუბარია რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე. აგრესორის შეჩერება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების ერთობლივი და გაბედული ძალისხმევით შეიძლება. იმიტომ, რომ რუსეთი დაემუქრა მთელ ცივილიზებულ სამყაროს“, – აცხადებს კიევის მერი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა 3,5 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა – UNHCR
შემდეგი სტატიარუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან – მეცოლა