ჩვენ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების – ეკონომიკის ყოფილი მინისტრის სკანდალური განცხადება

ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში არაერთხელ მქონდა განცდა, რომ ჩვენ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების – ამ განცხადებას, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აკეთებს. გიორგი ქობულიას “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში” საუბრისას ამბობს, რომ მიკერძოებული გარიგებები ხელს გვიშლის ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და იმაში, რომ ეკონომიკის ზრდის სრული პოტენციალი ავითვისოთ.

ქობულიას თქმით, უნდა აღმოიფხვრას ის მიკერძოებული და არაფორმალური გარიგებები, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი.

„პრინციპში, ეს არის ჩემი ხედვა. მე ამ ხედვის მიტანა ვცადე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობასთან და მე ეს, არ გამომივიდა. ამაზე ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის სრული პოტენციალის რეალიზაცია გავაკეთოთ, რომელიც საკმაოდ დიდია. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ის მიკერძოებული გარიგებები, ის არაფორმალური გარიგებები, რომელიც ძალიან ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ მოვერიოთ ძალიან ფართოდ გავრცელებულ ნიჰილიზმს, როგორც მთავრობის სტრუქტურებში, აგრეთვე ხალხს შორისაც. იკითხეთ, რას ფიქრობს ხალხი ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს პოლიტიკოსებზე და რას ფიქრობს მთავრობაზეც, რომ ყველა კორუმპირებულია, ყველა მიკერძოებულია. ასეთია პოზიცია და ასეთია მოსახლეობაში აღქმა“, – განაცხადა ქობულია,

კითხვაზე, კორუფცია არის თუ არა ხელისუფლების გამოწვევა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ ამაზე საუბარი უჭირს.

„ამაზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ მიუხედვად იმისა, ამას ჩვენ კორუფციას დავარქმევთ, თუ მიკერძოებულს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული გამოწვევა, რაც იწვევს საკმაოდ დიდ ნიჰილიზმს, როგორც მთავრობის სტრუქტურებში, ასევე მოსახლეობაში“, – განაცხადა ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
შემდეგი სტატიათიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს