ზვიად კუპრავას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

ზვიად კუპრავას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების – გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.

სახელმწიფო ბრალდების პოზიციით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ, რომ ზვიად კუპრავამ მოსამართლის მისამართით გამოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები.

საპირისპიროს ამტკიცებს ზვიად კუპრავას ადვოკატი, ლევან დავითაია და აღნიშნავს, რომ კუპრავას საქმე პოლიტიზირებულია.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისება – „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაჩვენ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების – ეკონომიკის ყოფილი მინისტრის სკანდალური განცხადება