ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ ევროპული პერსპექტივა ნათლად არის აღნიშნული – რუტე

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, აბსოლუტურად. ჩვენ ვეთანხმებით კომისიას, ეს არის ნათელი ევროპული პერსპექტივა მოლდოვასთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა ევროპული პერსპექტივა ნათლად არის აღნიშნული.

„სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ამბიციები ნათლად არის აღნიშნული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ვეხმარებით მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ დღეს არა? იმიტომ, რომ კომიისის დასკვნა არის მკაფიო და ვეყრდნობით, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს მეტი პროგრესი, საკმარისი, რომ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კანდიდატი. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. დღეს ქართველი რომ ვიყო, იმედი მაქვს, ხალხი ხედავს ევროკავშირისგან მკაფიო ვალდებულებას, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული ამბიცია, მაგრამ ასევე ვეუბნებით საქართველოს – მოდი, ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

banner
წინა სტატიაშიესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება – სანჩესი
შემდეგი სტატია„ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ ევროვიზია 2023-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს