„ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ ევროვიზია 2023-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ სრულად ესმის ის იმედგაცრუება, რომელიც ეხება განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არ შეიძლება, შედგეს უკრაინაში, წლევანდელი წლის გამარჯვებულ ქვეყანაში. ამის შესახებ „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ პასუხისმგებლობით ეკიდებოდა გადაწყვეტილებას, რომ ღონისძიებაში მონაწილეებისა და პერსონალის უსაფრთხოების გარანტიების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს, რომლის დაგეგმვა მასპინძელ ქვეყანაში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

როგორც წესი, სულ მცირე 10 000 ადამიანია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სამუშაოდ აკრედიტირებული, მათ შორის მომსახურე პერსონალი, გუნდები და ჟურნალისტები. მოსალოდნელია, რომ კიდევ 30 000 გულშემატკივარი გაემგზავრება ღონისძიებაზე დასასწრებად მთელი მსოფლიოდან. მათი კეთილდღეობა ჩვენი მთავარი საზრუნავია.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სატელევიზიო ღონისძიებასთან დაკავშირებით, მიიღება მაუწყებელთა პროფესიონალების მიერ და არ ხდება პოლიტიზირება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში, რომელზეც ყველა მონაწილე მაუწყებელი თანხმდება, ნათლად წერია, რომ ღონისძიება შეიძლება, შეიცვალოს ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორიცაა მიმდინარე ომი.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ უსაფრთხოების წესების საპასუხოდ, არსებობს მთელი რიგი რისკები, რომლებიც გავლენას მოახდენს მასშტაბური ღონისძიების დაუყოვნებლივ დაგეგმვაზე, მათ შორის საჰაერო თავდასხმების „მყარ“ რისკზე თვითმფრინავებით ან რაკეტებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მსხვერპლი, რომელიც აღნიშნულია ჩვენთვის მოწოდებულ უკრაინულ შეფასებაში.

გარდა ამისა, „ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ მესამე მხარის უსაფრთხოების ექსპერტთა რჩევა მოისმინა, რომლის მიხედვით, უკრაინაში ღონისძიების დაგეგმვისას საფრთხის შესამცირებლად შემოთავაზებული საპირისპირო ზომები არასაკმარისია საერთაშორისო საჯარო ღონისძიებისთვის და მიმდინარე კონფლიქტის გამო მასობრივი მსხვერპლის რისკის რეიტინგი მაღალია.

უსაფრთხოების პრობლემების პარალელურად, უკრაინაში განგრძობითი კონფლიქტი დელეგაციებსა და მონაწილეებს აიძულებს, გაემგზავრონ ქვეყანაში მათი სურვილის გარეშე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კომენტარს, რომ უკრაინაში ომი „შეიძლება წლები გაგრძელდეს“.

რაც შეეხება კონკურსის მასპინძლობის შესაძლებლობას სასაზღვრო ადგილას, მეზობელი ქვეყნის სიახლოვეს, შეთავაზებული ადგილების სპეციფიკაციები და საჭირო არსებული ინფრასტრუქტურის არარსებობა ევროვიზიის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

დასკვნების გამოტანისას, „ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ ასევე გაითვალისწინა, რომ ჩვენს ამჟამინდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის განმავლობაში, უკრაინას არც ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკონცერტო ტური არ ეწვევა.

ეს ყველაფერი ხელს უწყობს „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ საერთო შეფასებას, რომ უსაფრთხოებისა და ოპერატიული გარანტიების თვალსაზრისით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებით დადგენილი მასპინძლობის აუცილებელი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ სინანულით მიიღო გადაწყვეტილება, გადაეტანა ღონისძიება სხვა ქვეყანაში და გააგრძელებს დისკუსიებს მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის შესაფერისი ადგილი პოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შემდგომში ვითანამშრომლებთ ჩვენს უკრაინულ წევრთან, „უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ყველა ამ საკითხზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ ევროპული პერსპექტივა ნათლად არის აღნიშნული – რუტე
შემდეგი სტატიაუკრაინაში 12 პრორუსული პარტია აიკრძალა