ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავკეტოთ შახტები მანამ, ვიდრე არ მოხდება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი, მათ შორის არ დაიდება გამოძიების შედეგები

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 9, 2018 12:02

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავკეტოთ შახტები მანამ, ვიდრე არ მოხდება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი, მათ შორის არ დაიდება გამოძიების შედეგები

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავკეტოთ შახტები მანამ, ვიდრე არ მოხდება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი, მათ შორის არ დაიდება გამოძიების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები როგორც სისხლის სამართლის, ასევე ტექნიკურ-საინჟინრო თვალსაზრისით, რათა ზუსტად იყოს ცნობილი, რა არის გასაკეთებელი მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.

„ამასთან ერთად, მე განვაცხადე, რომ შესაბამისი პროფილის სამინისტროებს კომპანიასთან ექნებათ კომუნიკაცია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც შახტები იქნება დახურული, იქ მომუშავე ჩვენმა ადგილობრივმა მოქალაქეებმა მიიღონ შესაბამისი სახელფასო ანაზღაურება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 9, 2018 12:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics