ჩვენ მივდივართ ნატოს სამიტზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული, მომზადებული და პასუხსიმგებლიანი პარტნიორი

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

kijuჩვენ მივდივართ ნატოს სამიტზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული, მომზადებული და პასუხსიმგებლიანი პარტნიორი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელის შეიარაღებული ძალებიც ასრულებენ საერთაშორისო მისიას, როგორც ავღანეთში, ასევე მალიში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტ ლაშა ზარგინავასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვარშავის სამიტი მიმდინარეობს იმ ფაზაში, როდესაც ნატო არის როგორც განსაკუთრებით კონსერვატული გავითარების ფაზაში.

„ამ სამიტის მიმართ მოლოდინი ჩემი ორგვარია, ერთის მხრივ მე მჭირდება მეტი მექანიზმები, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იქნას გაზრდილი. ეს მეტი მექანიზმები არის იმ ფორმატში, რაც ჩვენ უკვე გვაქვს. ნატოს ვარშავის სამიტის მერე ჩვენ სერიოზული ახალი რესურსი უნდა შევმატოთ საქართველოს არმიას და თავდაცვისუნარიანობას, ხოლო მეორეს მხრიმ საქართველომ პოლიტიკურად უნდა მიიღოს მისი აღიარება მისი უაღრესად წარმატებული პოლიტიკისა, რომელიც ეხება ჩვენ თავდცვისუნარიანობას. ჩვენ მივდივართ ნატოს სამიტზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული მომზადებული და პასუხსიმგებლიანი პარტნიორი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელის შეიარაღებული ძალებიც ასრულებენ საერთაშორისო მისიას, როგორც ავღანეთში, ასევე მალიში, ასევე ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ყავს ნატოს ძალებთან ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ძალები.

„ჩვენ გვაქვს დინამიურად მიმდინარე პროცესი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ის არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, გაიაზროს, რომ მედიასთან ურთიერთობა არის ძალიან საფრთხილო
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა 65 წლის მამაკაცი გაიტაცეს