გიორგი მარგველაშვილი – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, გაიაზროს, რომ მედიასთან ურთიერთობა არის ძალიან საფრთხილო

kijuმედია დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შეგვიძლია ვთქვა, რომ თავისუფლების 25 წელმა რეალურად გააძლიერა და შექმნა მომუშავე ფენა ჟურნალისტების, რომლებიც სხვადასხვა არხზე ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და რეალურად ქართულ საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზსიითვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღიშნა, არის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად დამაფიქრებელია.

„შარშან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქართველი ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას დაუხურეს გადაცემა. მერე იყო ეკა მიშველაძის საქმე. წელსაც რამდენიმე ჟურნალისტი გაუშვეს სამსახურიდან. მიმდინარეობს გარკვეული დავები მედიის თაობაზე. ყველამ უნდა გავიაზროთ ერთი რამე – მედია არის ბიზნესი, მედია არის საქმიანობა, მაგრამ ჟურნალისტი და ჟურნალისტური საქმიანობა არ ეკუთვნის მხოლოდ კომპანიას, ჟურნალისტიც არ ეკუთვნის თავის თავს, ეკუთვნის საზოგადოებას“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, ჟურნალისტი და ჟურნალისტური საქმიანობა არის შემადგენელი ნაწილი სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების.

„ჟურნალისტური საქმიანობა ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას, აქედან გამომდინარე, რაღაც საკითხებზე გაურკვეველი პოზიციები, კულისებს მიღმა მიმდინარე თემები მიუღებელია ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვისაც. ამიტომაც ვკითხულობთ, როდესაც ინგა გრიგოლიას უხურავ გადაცემას, ასე წარმატებულ ჟურნალისტს, კითხვა ჩნდება, რატომ? როდესაც ეკა მიშველაძეს უშვებ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, კითხვა ჩნდება, რატომ? შარშან ჩვენ დავინახეთ მობილიზებული პოლიტკური სპექტრი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. როდესაც ასეთი დაგეშვა მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, რომელიც არის ყველაზე კრიტიკულიც, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ყურებადიც, კითხვის ნიშნები ჩნდება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომ გაიაზროს მნიშვნელობა იმისა, რომ მედიასთან ურთიერთობა არის ძალიან საფრთხილო. თავის გადაწყვეტილებეში, თავის კომენტარებში, თავის შეხედულებებში იყვნენ ძალიან ფრთხილი, რადგან ისინი რაღაც კონკრეტულ მოვლენაზე კი არ საუბრობენ, ისინი საუბრობენ ქვაკუთხედზე დემოკრატიისა, იმ მექანიზმებზე, რომელიც რთავს საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესებში. არც მე, არც არც ერთ პოლიტკოსს არ აქვს ძალა, მათ ძალას საზოგადოება და ხალხი აძლევს. ხალხსა და ჩვენს შორის მედიატორი არის თავისუფალი მედია. შესაბამისად, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ბუნებრივია, მე ყოველთვის ამ საკითხებთან დაკავშირებით, ყურადღებით ვიქნები და ჩემს პოზიციას ძალიან ნათლად, მძაფრად დავაფიქსირებ“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, ვისთანაც მუშაობა შეიძლება
შემდეგი სტატიაჩვენ მივდივართ ნატოს სამიტზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული, მომზადებული და პასუხსიმგებლიანი პარტნიორი