ჩვენ გვაქვს არსებითი რეგრესი ყველა მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შანსებს ურტყამს, ამიტომაა ჩვენი ეროვნული ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილება“ – გიგა ბოკერია

„ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ვითარება შევცვალოთ, მაგრამ ამის შეცვლა ვერ მოხერხდება ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით შეცვლის გარეშე.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიყოთ ლიდერები რეგიონში, ჩვენ ვიყოთ მაგალითი სწრაფი ტრასნფორმაციის ყველა მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიის თვალსაზრისით, რასაც მერე გამოვიყენებდით ლობირებისთვის საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების მოსაპოვებლად ამ სახიფათო ვითარებისას, ნატოში ჩვენი გაწევრიანების გზაზე წინსვლის მოსაპოვებლად ან ამ საკითხის აქტიურად დასასმელად, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით აშშ-სთან ლობირებისთვის საჭიროა, რომ სტატუსი გქონდეს და რეპუტაცია, ამის ნაცვლად სამწუხაროდ ის რეალობა, რაც გვაქვს საქართველოში, ბუნებრივია უმყარებს თავისუფალ სამყაროს, ჩვენს მთავარ პარტნიორებს იმ შთაბეჭდილებას, რაც ამ განცხადებაშიც ჩანს. ადეკვატური აღწერა სამწუხარო რეალობის ჩვენი ქვეყნის შიგნით, რომ ჩვენ გვაქვს არსებითი რეგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის ანგარიშვალდებულებისა და ამ ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ეს ურტყამს ჩვენი ქვეყნის მომავლის შანსებს, წინსვლის შანსებს, ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ვითარება შევცვალოთ, მაგრამ ამის შეცვლა ვერ მოხერხდება ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით შეცვლის გარეშე.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიშიგნით ვერ დალაგებულან და უნდათ ქვეყნის სადავეები ჩაიბარონ – ვერა და ვერ ეღირსებიან – მიქანაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე”
შემდეგი სტატია“ჯორჯიან ეარვეისმა” თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესახებ ინფორმაცია წაშალა