ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ჩვენს უკან დგას სიმართლე- ჟვანია წასვლას არ აპირებს

ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ჩვენს უკან დგას სიმართლე, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საუბრობს.

…არცერთი პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ არის დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. იყო გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იქნა უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე. თუმცა, ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები, – ამბობს ჟვანია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა გადადგომას ცესკოს თავმჯდომარე ასე პასუხობს:

როგორც ხედავთ, მე ვარ აქ. ჯერჯერობით ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად არ წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტა, – ამბობს თამარ ჟვანია.

banner
წინა სტატიაშისომხეთში პაშინიანის პარტია დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას
შემდეგი სტატიაგიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა