სომხეთში პაშინიანის პარტია დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას

სომხეთში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მისი პარტია “სამოქალაქო შეთანხმება”, რომელმაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას. “ახალ პარლამენტში პარტია “სამოქალაქო თანხმობას” კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება და ჩამოაყალიბებს მთავრობას” – 21 ივნისს დაწერა მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

წინასწარი ინფორმაციით, პრემიერის პარტიამ 53,92%-ით გაიმარჯვა.

ადრე გავრცელდა, რომ ბლოკი “სომხეთი”, რომელსაც სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სადავოდ მიიჩნევს. “ისინი (შედეგები) მკვეთრად ეწინააღმეგება სხვადასხვა საზოგადოებრივი ცხოვრების შედეგებს, რომლის მოწმეებიც უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში გავხდით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, მათ შორის, საერთაშორისო, და ბოლოს – ჯანსაღ აზრს” – ბლოკში განაცხადეს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მეორე ადგილზე ბლოკი “სომხეთი” გავიდა 21,04%-ით, მესამეზე 5,25%-ით ბლოკი “პატივი მაქვს” .

banner
წინა სტატიაშიტორუნში საქართველოს შესახებ ფესტივალი ჩატარდა
შემდეგი სტატიაჩვენ გვაქვს არგუმენტები, ჩვენს უკან დგას სიმართლე- ჟვანია წასვლას არ აპირებს