ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ

ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ, ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

„ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, სიტუაციის პანდემიად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას.

„ეს არ ცვლის იმას, რასაც ჯანმო აკეთებს და არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიალაშა ჩხარტიშვილი: „თვითიზოლაცია ჩანაცვლდეს კარანტინით, დაიკეტოს ყველა ბარი და რესტორანი“