წილოსანი ოპოზიციას: კრიტიკის ნაცვლად, კარგი იქნება, ქვეყნის მართვაში თუ ჩაერთვებით

უკეთესი შედეგისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჩაერთოთ იმ უმნიშვნელოვანეს მართვაში, რასაც ჰქვია ხელისუფლება, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

„თქვენ ოპოზიცია ხართ ხელისუფლების ნაწილი და იმედია, რომ ამას ოდესმე გაათვითცნობიერებთ და იმის ნაცვლად, რომ აკრიტიკოთ 10-წლიანი გეგმები, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე და პრიორიტეტებზე და, მათ შორის, თქვენც უნდა იღებდეთ ამაში მონაწილეობას. როგორც პარლამენტის წევრი და ამ ქვეყნის მოქალაქე, მოგიწოდებთ, რომ გაათვითცნობიეროთ თქვენი მოვალეობები და აკეთოთ საქმე“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ტრიბუნიდან ყველაზე მეტად, რაც ხალხს სჭირდება არის ის, რომ მოისმინოს სიმართლე – რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა პოლიტიკას ახორციელებს ხელისუფლება და რამდენად ეფექტურია იგი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“ჩვენ დავიბრუნებთ ამერიკას” – ტრამპმა გადადგომის შემდეგ პირველი მიტინგი გამართა
შემდეგი სტატია“ჩვენი ოპოზიცია სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით”