ჩვენ დასავლეთი გვრყვნის და მეზობელი რუსეთი არის წესიერებისა და ზნეობის სიმბოლო? – აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და საქართველო ნორმალურ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს. ბობოხიძემ განცხადება ამის შესახებ ხულოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას სიტყვით გამოსვლის ფარგლებში ისაუბრა:

„ჩვენ დასავლეთი გვრყვნის და მეზობელი რუსეთი არის წესიერებისა და ზნეობის სიმბოლო? თუ სადმე არის გეი კლუბები ეს არის მოსკოვში. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანის უფლებებს პატივი ვცეთ და ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს. ჩვენ ყველაზე რთულ რეგიონში ვართ, რომელიც საუკუნის განმავლობაში თურქეთის შემადგენლობაში იყო, ანუ ქვეყანა, რომელიც გუშინ ჩვენი დაუძინებელი მტერი იყო, დღეს ჩვენი სტარტეგიული პარტნიორია, ისტორია იცვლება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძე.

banner
წინა სტატიაშიფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა
შემდეგი სტატია„ყველაფერი, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, უნდა იყოს გამოძახილი ჩვენი ისტორიის, ჩვენი პოლიტიკური კონტექსტის, ჩვენი ინტერესების“ – ანა დოლიძე