ჩვენ ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ, არ გვექნება, გულდაწყვეტილი ვარ – ევროკომისიის ტექსტის კობახიძის თარგმანი არ გამოდგება: ბოდვაა და მეტი არაფერი – ეკა ბესელია

ევროკომისიის ტექსტის კობახიძის თარგმანი არ გამოდგება – ბოდვაა და მეტი არაფერი,- ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ეკა ბესელია ევროკომისიის რეკომენდაციაზე მმართველი პარტიის განცხადებას.

ბესელიას თქმით, “ქართული ოცნებისა” და ირაკლი კობახიძის როტორიკა “იმ პერსპექტივასაც დაგვაკარგინებს, რისი თეორიული შანსიც რჩება”.

“საუბარია აწმყოზე, ხოლო, ის რაც წარსულში იყო და იყო ძალიან ცუდი, დარჩა წარსულში. თუ კიდევ ნარჩენები დარჩა, მოიხედოს და გვერდით უდგას ყველა, ვისაც ებრძვის”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკომისიის დასკვნას, ბესელია ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“ჩვენ ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ არ გვექნება. გულდაწყვეტილი ვარ. პერსპექტივა – ხალხს და ქვეყანას, ხოლო დაკარგულ შანსზე, რომ არ ვართ იმ ორი ქვეყნის გვერდით იმავე სტატუსით – სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ვერ გაიაზრეს და კიდევ ისმის რიტორიკა – ფარდას ავხდით და ა.შ. ეს იგივე გზის გაგრძელებაა, რა გზამაც დაგვაკარგინა შანსი, რომ სტატუსი მიგვეღო. საქართველოს რომ პერსპექტივა აქვს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების, ეს ნამდვილად არაა არც კობახიძის და არც მთავრობის დამსახურება. ნაკლებად მგონია, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიეს გზავნილები არ არის მხოლოდ „ოცნებისთვის, რომ მან რაღაცები გააკეთოს – ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს