ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2022 წლის პირველი ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, შესაბამისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღეს უნდა მიიღოს. ასევე უკრაინის მთავრობა გეგმავს, შეაჩეროს რუსეთთან ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს საკითხი შემუშავებულია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული უპრეცედენტო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

მანამდე, 26 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ პეტიციას მხარი დაუჭირა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შესაბამისი საკითხის დამუშავება დაავალა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ, არ გვექნება, გულდაწყვეტილი ვარ – ევროკომისიის ტექსტის კობახიძის თარგმანი არ გამოდგება: ბოდვაა და მეტი არაფერი – ეკა ბესელია
შემდეგი სტატიაობიექტურები უნდა ვიყოთ – შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ, რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ იქნებოდა, ამიტომ, პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა – მამუკა მდინარაძე