ეს გზავნილები არ არის მხოლოდ „ოცნებისთვის, რომ მან რაღაცები გააკეთოს – ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პრობლემები, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაშია ჩამოთვლილი, საქართველოს მოქალაქეების მოსაგვარებელია“.

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ევროკომისიის გზავნილები მხოლოდ ოცნებისთვის არ არის.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ გზავნილების მთავარი ადრესატი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„მთავარი ადრესატი ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ეს მთავარი გზავნილები საბოლოო ჯამში არის ჩვენდამი გამოგზავნილი. პრობლემები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი ჩვენი გადასაჭრელია. ეს არ არის გზავნილები მხოლოდ „ოცნებისთვის“, რომ „ოცნებამ“ რაღაცები გააკეთოს.

ეს პრობლემები ჩვენი მოსაგვარებელია, წუწუნს იმის თაობაზე, რომ „ქვეყანას მართავს ოლიგარქი, ქვეყანაში არჩევნები წესიერად არ ტარდება, ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით შეუძლებელი ჩანს, მართლმსაჯულების სისტემა არ მუშაობს და ა.შ“. ეს ყველაფერი ჩვენი გამოსასწორებელია, ოღონდ გამოსასწორებელი ის კი არა, რომ ევროპელებმა ჩაწერეს და „ოცნება“ თავს მოიკლავს და გააკეთებს, არა, საბოლოო ჯამში ამ რეფორმებს „ოცნება“ არ აკეთებდა და არც ახლა გააკეთებს, ერთი მიზეზით გამო – თითოეული ეს რეფორმა უკავშირდება ივანიშვილისთვის და „ოცნებისთვის“ ძალაუფლების დაკარგვას.

შესაბამისად, ილუზია რომ გონს მოეგებიან, ეს ილუზია მე აღარ მაქვს. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა შევძლოთ ამ რაღაცების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ვადა არის მითითებული 2022 წლის ბოლომდე, საბოლოო ტესტი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ის თუ რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ამ ხელისუფლების ცივილიზებულად გაშვებას არჩევნების გზით.

სწორედ ამის შემდეგ გაჩნდება შანსი, რომ გამოწვევები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, ჩვენ დავძლიეთ. ჩემი ღრმა რწმენით მანამდე ამის შანსი ამ ქვეყანაში არ არსებობს. ჩათვალეთ რომ ბოლო შანსს აძლევენ, შეიძლება ასე ითქვას. კობახიძის ბრიფინგიდან ძალიან ნათლად ჩანს რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. ყველა ძალაუფლების გზა მიდის სასამართლოსკენ. სასამართლოს დათმობა პრინციპულად მნიშვნელოვანია მათთვის“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიდეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი საკითხია, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი განხილულია, როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი – სამნიძე
შემდეგი სტატიაჩვენ ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ, არ გვექნება, გულდაწყვეტილი ვარ – ევროკომისიის ტექსტის კობახიძის თარგმანი არ გამოდგება: ბოდვაა და მეტი არაფერი – ეკა ბესელია