“ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ” – პუტინმა ახალი ატომური იარაღი წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ტრადიციული ყოველწლირი გამოსვლა, რომელიც “რასია 1”-ის ეთერში ჰქონდა, 12.00 საათზე დაიწყო და 14.00 საათზე დაამთავრა. ამასთანავე, როგორც “ბიბისი” წერს, მისი გამოსვლის თითქმის ნახევარი დრო შეიარაღებას დაეთმო.
ვლადიმირ პუტინმა ახალი იარაღების წარდგენა ასე დაამთავრა – “ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ”.

პუტინმა ისაუბრა აშშ-სთან წინააღმდეგობებზე და ახალ იარაღებზე. მისი თქმით, მიუხედავად მოლაპარაკებებისა და რუსეთის გაფრთხილებისა, აშშ-მ ატომური პოტენციალის გაფართოება და გაძლიერება დაიწყო. “და რით უპასუხა ამას რუსეთმა? აი, რითი” – თქვა პუტინმა და ეკრანზე რუსეთის შეიარაღების უახლოესი მიღწევები აჩვენა. თავდაპირველად მან ისაუბრა ახალ სარაკეტო კომპლექსზე, რომელიც მძიმე კონტინენტთშორისო რაკეტითაა, სახელად “სარმატი”, ვიდეოს თან ერთვოდა კომპიუტერული გრაფიკა, სადაც რაკეტის მარშრუტი იყო ნაჩვენები. “ახლა არანაირი რაკეტსაწინააღმგედო შეიარაღება აღარ არის ჩვენი ბარიერი” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და იარაღზე საუბარი გააგრძელა ახალი ტიპის ენერგეტიკული ატომური სისტემის წარდგენით, “რომელსაც სიშორე არა აქვს შეზღუდული, ანუ, შეუძლია დაუსრულებლად იმოძრაოს, იმდენი, რამდენიც საჭირო გახდება”. “გარდა ამისა, რუსეთს ზებგერითი იარაღი აქვს, რომლის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, ის იდეალურია, დასავლეთის ქვეყნებს ძალიან სურთ ის ჰქონდეთ. რუსეთს ის უკვე აქვს” – თქვა პუტინმა.
და ბოლო პრეზენტაცია შეეხო იარაღს, რომელსაც ატმოსფეროს ზედა ფენებში შეუძლია ფრენა. “მისი სიჩქარე ჰიპერხმოვანია, ის იქნება როგორც მეტეორი. იარაღს “ავანგარდი” ქვია.”


“ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ” – დაასრულა რუსეთის პრეზიდენტმა ახალი იარაღების დემონსტრირება, მადლობა გადაუხადა ყველა გამომგონებელს “ისინი ჩვენი დრის გმირები არიან” – თქვა პუტინდა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზენტაცია პოტენციურ აგრესორებს გამოაფხიზლებს. ვინ იგულისხმა მან აგრესორებში, არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშითუ ტატუნაშვილის გარდაცვალება ოსი ძალოვანების ზემოქმედების შედეგია, ეს სამარცხვინო ფაქტია
შემდეგი სტატიათურქეთში ტერორიზმის და ამორალურობის ნიშნის გამო 208 სიმღერა აკრძალეს