ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მალე დაიწყება

მეზობლობისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების ევროკომისარმა იოჰანეს ხანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე პროგრესი უნდა აღიარონ და ზაფხულამდე აცნობონ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. კომისრის თქმით, ქვეყანამ ყველა რეფორმა შეასრულა, რომელიც საჭიროა გაერთიანებაში გასაწევრიანებლად და მეტიც – საზოგადოების ტრანსფორმაციისთვის ინკლუზიური მიდგომა აჩვენა, ჩაატარა თავისუფალი არჩევნები. “ახლა, წევრმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ ეს დამაჯერებელი პროგრესი. დარწმუნებული ვარ, ჩრდიელოეთ მაკედონია ევროკავშირისგან მწვანე შუქს ზაფხულამდე მიიღებს” – იოჰანეს ხანმა თქვა. ”

მაკედონიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2005 წელს მიიღო.

banner
წინა სტატიაშირულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში მივიდა – მერობის კანდიდატი ლიდერებთან შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი : ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციულად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გილოცავთ