ჩოხატურში “ქართული ოცნების” წევრები გამგებლობის კანდიდატს უპირისპირდებიან და პარტიას თხოვნით მიმართავენ

ჩოხატაურის მოსახლეობა “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მათ მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სხვა კანდიდატურიით ჩაანაცვლონ.

აღნიშნული მოთხოვნით დღეს ჩოხატაურში ადგილობრივებმა აქცია გამართეს.

“დრწმუნებული ვარ, რომ არჩევნებს ირაკლი კუჭავა, რომელსაც პარტია გამგებობის კანდიდატად წარადგენს, ვერ მოიგებს და “ქართული ოცნება” დარჩება წაგებული. ჩვენ, ვინც დღეს ამ აქციაზე ვდგავართ, ყველა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ვართ, მაგრამ ირაკლი კუჭავას მისი გამგებლობის პერიოდში რაიონისთვის არაფერი გაუკეთებია. ეს არის კაცი, რომელიც არსად ჩანდა უცებ გახდა გამგებლობის კანდიდატი 2012 წელს. მაშინ ვკითხეთ, თუ სად იყო ის მაშინ როცა, ქართულ ოცნებას რთული პერიოდი ედგა, თურმე იატაკქვეშ მუშაობდა, ეს იყო მისი პასუხი. ეს,კაცი ატყუებს მოსახლეობას, სწორედ ამიტომ არის ხალხი გაბრაზებული. ჩვენი მოთხოვნაა, მოხსნან კუჭავას კანდიდატურა გამგებლობიდან. ვაფრთხილებთ პარტიას, ისინი თუ ამას არ იზამენ, “ქართული ოცნება” ჩოხატაურში არჩევნებს წააგებს”– განაცხადა ჩოხატაურის საკრებულოში “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა წარმომადგენელმა გოჩა თოდრიამ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან ომზე მიანიშნა
შემდეგი სტატიააშშ თურქეთის ხელისუფლების ყოფილ წევრებს დააპატიმრებს