დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან ომზე მიანიშნა

ყატარის ემირ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტამისთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჩრდ. კორეის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამხედრო ჩარევას და აღნიშნა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან შეაჩერონ ჩრდილოეთ კორეა.
,,ჩრდილოეთ კორეა იქცევა ცუდად… ის უნდა შევაჩეროთ. ეს იქნება მძიმე დღე, მაგრამ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ამ ამოცანის შესრულება,, აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.
,,ჩემი წინამორბედებისაგან განსხვავებით, მე არ ვაპირებ წინასწარ გავშიფრო თუ როგორი იქნება ამერიკის სტრატეგია ჩრდ. კორეის მიმართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებსაც რეზულტატი ექნება,, განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი თურქეთის კრიზისის მომხრე არაა
შემდეგი სტატიაჩოხატურში “ქართული ოცნების” წევრები გამგებლობის კანდიდატს უპირისპირდებიან და პარტიას თხოვნით მიმართავენ