ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირსპირებაზე პირველ კომენტარს მამა ათიგონე აკეთებს

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მეუფე სტეფანეს ეპარქიის მღვდლები დაუპირისპირდნენ. მათ მოსმენებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ, იმ ბრლდებებთან, რასაც მეუფე სტეფანე მათი მისამართით ახმოვანებდა. მათთვის რამდენიმე ჩანაწერის შინაარსი იყო ცნობილი.

https://youtu.be/NOBZfMQ5OgA

ცნობილია, რომ გარდა სატელეფონო მოსმენებისა, კრებსებში ტაძრებში ჩანერგილი ადამიანების მიერ გატანილი ინფორმაციაცაა მოხვედრილი. მღვდლებს მეუფე სტეფანესთან შეკითხვები სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მეუფე სტეფანემ მათთან საუბარი არ ისურვა და მღვდლებს კრიმინალები უწოდა.

მამა ათიგონე “თაიმერთან” პირველ კომენტარს აკეთებს:

https://youtu.be/YDiC1cje6-A

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე, ზოგადად, პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება?
შემდეგი სტატიამდინარაძე: ნაცზე მეტი ნაცობა ნაცობაზე უარესია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია